დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 19 სექტემბერია, კვირა. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. თუ მოინდომებენ, შეთანხმება ძალზე განსხვავებულ ადამიანებსაც შეუძლიათ. ჯიუტები დათმობენ, მერყევი ადამიანები ინიციატივას გამოიჩენენ, თავქარიანები პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შეთანხმებები შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს და მოგვიანებით მისი გადახედვა გახდეს საჭირო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი>>
ვერძი: დილით ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ მუშაობას ნაყოფიერს ვერ დავარქმევთ. ხანდახან გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია; ხან ერთ საქმეს შეეჭიდებით და ხან მეორეს, ბოლომდე კი არც ერთი არ მიგყავთ. დღის მეორე ნახევარი გამორჩეული იქნება განსაკუთრებული ემოციური ფონით. გელოდებათ სასიხარულო ამბები, მოვლენები. არ არის გამორიცხული შეხვედრა ადამიანთან, რომელზეც ბოლო ხანს ბევრს ფიქრობდით.
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ
კურო: გიჭირთ სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა განსაკუთრებული თითქოს არც არაფერი ხდება. ემოციური ფონი დღის პირველ ნახევარში დაძაბული იქნება, ამიტომ ბევრ მოვლენაზე მწვავე რეაგირება გექნებათ. მაგრამ ჯანსაღი აზრი დაგეხმარებათ, რომ არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები და არ დაუშვათ შეცდომები. დღის მეორე ნახევარში განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ და ამის მიზეზიც გექნებათ – გაიგებს სასიამოვნო სიახლეებს.
ტყუპი: როგორც არ უნდა აეწყოს მოვლენები, არ დაკარგავთ საკუთარი თავისა და გამარჯვების რწმენას. მიუხედავად ზოგიერთი სირთულისა, წარმატების მიღწევა ბევრ საქმეშია შესაძლებელი. მოსალოდნელია თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ძალზე მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიახლეები გაიგოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს თქვენს პროფესიულ საქმიანობას, სწავლას ან გატაცებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
კირჩხიბი: დიდი ალბათობით, დღეს არაფერი მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდება, მაგრამ დრო სასიამოვნოდ ჩაივლის. გაგიჩნდებათ ახალი საქმეები, რომლებიც დაგაინტერესებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც. კარგად ჩაივლის მგზავრობა, მისგან სიამოვნებას მიიღებთ. შეგიძლიათ რამე ძველ იდეას მიუბრუნდეთ. ახლა მეტი გამოცდილება გაქვთ და უკეთ გაუმკლავდებით მის რეალიზებას, იპოვით მარტივ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ
ლომი: თუ მნიშვნელოვანი ამოცანები გადაწყვეტას მოითხოვს, ეს დამოუკიდებლად გააკეთეთ. ასე სწრაფად მიაღწევთ საჭირო შედეგს. სერიოზული საუბრები და განმარტებები ბევრ დროს წაგართმევთ, ამასთან, შესაძლოა, ზოგჯერ სწორად ვერ გაგიგონ. ცხარე კამათის თავიდან არიდებას შეძლებთ. დადებითად მოქმედებს ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობები. შესაძლებელია მცირე ოდენობის თანხის ან საჩუქრების მიღება.
ქალწული: აჯობებს, თუ დღის დასაწყისისთვის არაფერ მნიშვნელოვანს არ დაგეგმავთ, არამედ დაისვენებთ, ან ისეთ საქმეს გააკეთებთ, რომელიც ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს. დღის მეორე ნახევარში კი ბევრ რამეში წარმატების მიღწევის შანსი გაგიჩნდებათ. შეგიძლიათ ახალი საქმეებიც წამოიწყოთ – ყველაფერს მალე აუღებთ ალღოს და სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ. საღამო ძველ ნაცნობებთან შეხვედრას შეგიძლიათ დაუთმოთ.
სასწორი: სურვილი გაქვთ, რომ რაღაც ახალი გააკეთოთ. ეს ცუდი იდეა არაა. სწრაფად გაერკვევით იმაში, რაზეც აქამდე ზერელე წარმოდგენა გქონდათ, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მაშინაც კი, როდესაც მწირი ინფორმაცია გაგაჩნიათ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა საინტერესო ადამიანებთან და მეგობრობის დაწყებაც. კარგი დღეა მგზავრობისთვის.გარემოს გამოცვლა წაგადგებათ. შესაძლოა მცირედი თანხა მიიღოთ და იღბლიანად შეიძინოთ ნივთები.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ
მორიელი: მრავალფეროვანი და ხელსაყრელი დღე გელოდებათ. შეგიძლიათ სრულიად ახალ საქმესაც შეეჭიდოთ. თუ წარმატებას მალე ვერ მიაღწევთ, ამის გამო განწყობა არ გაგიფუჭდებათ ინტრუიცია გიკარნახებთ, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. და ეს ასეც იქნება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლეები გაიგოთ. ამის გამო არ არის გამორიცხული, რომ გეგმებიც შეცვალოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – ეს სასიხარულო მოვლენებს უკავშირდება.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ იქ, სადაც საქმე ფულს ეხება. რამის ყიდვის დროს გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღოთ, თუნდაც სულ მცირე თანხაზე იყოს საუბარი. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია რაღაც გაუგებრობები, ოჯახური უთახნმოებები, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემები არ გაჩნდება. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. გექნებათ შანსი, რომ ძველი შეცდომა გამოასწოროთ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ახალი გეგმების რეალიზაციისთვის, ასევე ძველი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. გზაზე ისეთი დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გადალახავთ, არ გელოდებათ. ადვილად ეკონტაქტებით ადამიანებს და შეგიძლიათ თანამშრომლობაზეც შეთანხმდეთ. ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება წარმატებით გადაწყდეს. აქ იღბალს კი არ ენდობით, არამედ სიტუაციას სწავლობთ და იმის მიხედვით მოქმედებთ.
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მერწყული: სერიოზული საქმეებისთვის ეს დღე არ გამოდგება, მაგრამ შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. წარმატებული იქნება მგზავრობა. ფულთან დაკავშირებით კი სიფრთხილე არ გაწყენთ. ფინანსურ საკითხებში შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დანარჩენში საკმაოდ ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შეყვარებულებისთვის.
თევზები: დღის დასაწყისი შესაძლოა, არცთუ სასიამოვნო იყოს, გაჩნდეს გაუთვალისწინებელი სირთულეები, ბარიერები გზაზე. თუმცა მათ სწრაფად გადალახავთ და ამაში ინტუიცია შეუცდომლად დაგეხმარებათ. ამასთან, ეტაპობრივად ძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და ეს უამრავ შესაძლებლობას გააჩენს თქვენ წინაშე. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და სასიამოვნო გელოდებათ. მოუსმინეთ ინტუიციას.