ტოჩინოშინის მარცხი შემოდგომის ბაშოზე - ქართველმა სუმოისტმა ბრაზილიელთან წააგო

ლევან გორგაძე შემოდგომის ბაშოს მეშვიდე დღეს ბრაზილიელ მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მეშვიდე დღეს დამარცხდა.
ტოჩინოშინი დღეს მე-14 მაეგაშირა ბრაზილიელ სუმოისტ კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეორე მოგება მოიპოვა
პირველი შეტაკების შემდეგ სუმოისტებმა ქამრებში ჩავლება მოახერხეს, რის შემდეგაც ბრძოლა დაახლოებით 25 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ ბრაზილიელმა ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო და შემოდგომის ბაშოზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა (3:4).
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის ანგარიშზე შვიდი საჭიდაო დღის შემდეგ ორი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ქართველი სუმოისტი შემდეგ ორთაბრძოლას მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტოსთან გამართავს, რომელსაც მსგავსად ქართველი სუმოისტისა ორი მოგება და ხუთი მარცხი აქვს მოგროვებული.