COVID-19 - ბოლო ცნობები

დამატებითი ღონისძიებები ვაქცინაციის წახალისებისთვის – გამყრელიძის განმარტება

ვაქცინაციის პროცესში დამატებით წამახალისებელ ღონისძიებებზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და კონკრეტული დეტალები გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი, განაცხადა გამყრელიძემ.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გარდა, კიდევ რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ვადასტურებ, რომ არის განხილვა რამდენიმე სერიოზული წამახალისებელი ღონისძიების როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ეს არის გამეორება იმისა, რასაც წარმატებული ქვეყნები იყენებენ იმუნიზაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია 13 სექტემბერს დაიწყო.
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 13 სექტემბრამდე სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინირებულთათვის StopCovid ლატარია იწყება: დეტალური ინფორმაცია
ლატარიის გათამაშებები ვებ-გვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღიურად გაიმართება 12:00 საათზე, ყოველკვირეული – ორშაბათობით, 12:00 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს.
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.