მანქანა აღარ არის - ზურაბ ჯაფარიძემ სუსის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო

Scoda Octavia ასოცირდება სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მანქანას ბოლო მოუღეს
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან პერფორმანსი მოაწყო.
„ტოტალური“ თვალთვალისა და მოსმენების პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყველას თვალწინ იქ მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისში იძულებით ვაქცინაციას აპროტესტებენ
ჯაფარიძის თქმით, მათ Scoda Octavia-ს მარკის ავტომობილი შეარჩიეს, რადგან ის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ასოცირდება.
ჯაფარიძის მიერ Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოზე ჩანს, რამდენიმე ადამიანი როგორ ლეწავს უროებით „შკოდას“.
„ყველაფერს და ყველას მართავს სუსი, არჩევნებს ატარებს სუსი... ეს „მორდორი“ არის დასანგრევი. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი რაც არის გასაკეთებელი, აი ეს საგიჟეთი არის დასამთავრებელი. ის უნდა დაინგრეს, ზუსტად ისე როგორც ახლა დაილეწება ამათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია“, რომლებითაც ისინი დადიან. შეგიძლიათ გვიყუროთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„დააფასე ქალი პოლიტიკაში“: თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა
ჯაფარიძის პერფორმანსი მისულმა პოლიციამ დაასრულა. კადრებზე ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე აქტივისტს.
მოგვიანებით პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.
„გირჩელების“ მიერ დალეწილი მანქანა
საქართველოში ბოლო დღეებში აგორდა სკანდალი, რომელიც ეხება სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ფარულს მოსმენას, რომელსაც თითქოს სუსი ახორციელებდა. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებს ასობით აუდიოფაილი სუსის ყოფილმა თანამშრომელმა გაუგზავნა.
გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.