თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ერთდროულად ორ ქალაქში – გორსა და ხაშურში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანების დაკავების სპეცოპერაცია ტარდება, იუწყება ქართული მასმედია.
ადგილებზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შესაბამისი ორდერის წარდგენის შემდეგ გაჩხრიკეს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათი ადამიანია დაკავებული.
შსს-ში ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უცნობია.