COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისში იძულებით ვაქცინაციას აპროტესტებენ

თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და არჩევანის თავისუფლება მოითხოვა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ე.წ. ანტივაქსერებმა თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია - „არა კოვიდტერორს“ გამართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
თბილისში იძულებით ვაქცინაციას აპროტესტებენ
რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად აქციაზე პლაკატები მიიტანა: „არა სავალდებულო ვაქცინაციას“, „პაატა იმნაძემ და ამირან გამყრელიძემ დატოვონ საკოორდინაციო საბჭო“, „არა კოვიდტერორს“ და სხვ.

„ჩვენ ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგი ვართ. ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა – მიეცით არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.

COVID-19 - ბოლო ცნობები
დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა: ენდელაძის მოსაზრება
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ საუბარია ფარულ იძულებაზე, კერძოდ, დამსაქმებლების მხრიდან.
აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენ გაემართნენ, რათა იქაც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და გამოწვეულია კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელებით. მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის სრულად (ორჯერადად) აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 22,5%. 14 სექტემბერს 24.941 ადამიანი აიცრა. ეპიდემილოგების თქმით, პანდემიის დაძლევა ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.