ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში АТР სერიის ტურნირში იასპარეზებს

Moselle Open – ბასილაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია, რომელშიც ის 2016 წლიდან მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (35-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) მონაწილეობას მიიღებს АТР-250 სერიის ტურნირში საფრანგეთის ქალაქ მეცში. ტურნირი 20-26 სექტემბერს გაიმართება.
ბასილაშვილი ტურნირზე მეცხრე ნომრად არის განთესილი. აღსანიშნავია, რომ მეცის ტურნირში მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის არც ერთი ჩოგბურთელი არ მიიღებს მონაწილეობას.
ნიკოლოზ ბასილაშვილი
Moselle Open – ბასილაშვილის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ქართველი ჩოგბურთელი მასში რეგულარულ მონაწილეობას 2016 წლიდან იღებს. ბასილაშვილის საუკეთესო შედეგია ტურნირზე - ნახევარფინალში გასვლა 2017 წელს, სადაც ის ფრანგ ბენუა პერთან ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 6:7.
Moselle Open-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 330 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულს დაახლოებით 42 ათასი ერგება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ჟო-ვილფრიდ ტსონგა (Jo-Wilfried Tsonga).