როგორ უმკლავდებიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ყოველდღიურ ხარჯებს?

მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ უარი თქვეს გვირგვინზე, მათ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაცილებით მეტი დეტალის გათვალისწინება უწევთ.
Sputnik
2020 წელს ჰარიმ და მეგანმა დატოვეს სამეფო და დაიწყეს დამოუკიდებელი ცხოვრება. ამის სანაცვლოდ მათ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ ახალი პასუხისმგებლობებიც ერგოთ, მათ შორის, საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა და განკარგვა.
ყვითელი ამბები
როგორ იცავს თავს ავი თვალისგან მეგან მარკლი – ფოტოები
ტიტულზე უარის თქმის შემდეგ მათ სამეფოსგან დაფინანსება შეუწყდათ. მაშინ როგორ უმკლავდებიან ისინი ყოველდღიურ ხარჯებს? მოდით, ცოტა უკან დავბრუნდეთ. მედია ბევრს წერდა იმის შესახებ, რომ მეგანისა და ჰარის ქორწილი 32 მილიონი ფუნტი დაჯდა. აქედან 1,2 მილიონი სამეფო ოჯახმა გადაიხადა, 660 ათასი მეგანმა გადაიხადა, ხოლო დანარჩენი თანხა ბიუჯეტიდან გავიდა. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი უსაფრთხოებაზე დაიხარჯა.
მეგანის საქორწინო კაბა 100.000 ფუნტი სტერლინგი ღირდა, სივრცე, სადაც წვეულება მოეწყო – 550.000 ფუნტი, დანარჩენი კი პატარა წვრილმანებია. გარდა ამისა, მეგანმა და ჰარიმ პირველი ორსულობის აღსანიშნავად ამერიკაში წასვლის დროს 1,5 მილიონი დახარჯეს. მეგანი ცხოვრობდა ხუთვარსკვლავიან The Mark Hotel-ში, სადაც მან გადაიხადა 75.000 აშშ დოლარი. ფრენა კერძო თვითმფრინავით 250 ათასი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 15 ათასი კი უსაფრთხოებაზე დაიხარჯა.
ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა
მოკლედ რომ ვთქვათ, სასახლეში ცხოვრებისას წყვილი ფულს ნამდვილად არ ითვლიდა. 2020 წელს მეგანი და ჰარი კალიფორნიაში გადავიდნენ და ცხოვრება ოცნების სახლში განაგრძეს. მათ იყიდეს ვილა რუსი ოლიგარქი სერგეი გრიშინისგან, რაც მათ 14,6 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ამ თანხის ნაწილი კრედიტით აიღეს, რომლის დაფარვაც 2050 წლამდე მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ მეგანი და ჰარი აღარ არიან სამეფო ოჯახის ნაწილი, მათ მაინც სჭირდებათ დაცვა.
ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დაცვის წევრებზე, არამედ უსაფრთხოების ელექტრონულ სისტემაზე, ასევე დაზვერვაზე. დიახ, მათ სჭირდებათ სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები, რომ შეამოწმონ მარშრუტი, დანიშნულების ადგილი, ტრანსპორტი და თუნდაც სოციალური ქსელები და სხვა საიტები. თავად ზუსტ თანხაზე არ საუბრობენ, თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, ეს ყველაფერი დაახლოებით 2-3 მილიონს უნდა შეადგენდეს.
სასახლეში ცხოვრებისას მეგან მარკლი თავს უფლებას აძლევდა ეყიდა ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებული სამოსი. 2019 წელს პრინცი ჰარის მეუღლემ დახარჯა დაახლოებით 280 ათასი დოლარი ტანსაცმელზე. Daily Mail-მა გამოთვალა, რომ პრინცის მეუღლემ დაახლოებით 55 ათასი დოლარის კოსტიუმები იყიდა.
სახეში გალაწუნება მეამბოხეებისთვის: ელისაბედ მეორემ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაამცირა
ცხადია, მეგანი და ჰარი ფულს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ ხარჯავენ. მათი პირდაპირი მოვალეობა ქველმოქმედებაა. ისინი პანდემიის დროს ეხმარებოდნენ ბავშვებს, ცდილობენ თავად მიუტანონ საკვები გაჭირვებულებს... მეგანმა და ჰარიმ ასევე შექმნეს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია Archewell და შეუერთდნენ World Central Kitchen-ს, რომელიც საკვებით უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
2020 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მეგანმა ინვესტიცია ჩადო Clevr Blends-ში. მარკლი მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ჯანსაღ კვებას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მისგან მოულოდნელი არ ყოფილა. უცნობია, რა რაოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი, თუმცა, როგორც გამოცემები წერენ, მეგანმა არც ისე მცირე თანხა გაიღო.