დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ და გწამდეთ წარმატების, რადგან რაც უფრო დაეჭვდებით, მით მეტ პრობლემას შეიქმნით. ყურადღება არ მიაქციოთ მცირე გაუგებრობებს დღის დასაწყისში. დღის მეორე ნახევარი საინტერესო იქნება. ადამიანები მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, ადვილად ამყარებენ კონტაქტს. ამის წყალობით არ არის გამორიცხული სასიყვარულო ისტორიების დაწყება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 სექტემბერი>>
ვერძი: დილით მოერიდეთ კამათს. იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ, ხანდახან საკმარისია, რომ მნიშვნელოვანი საუბრები დღის მეორე ნახევრამდე გადადოთ. დილით კი ის საქმეები გააკეთეთ, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და არავის რჩევა და დახმარება არ დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში ბევრ თქვენგანს საინტერესო მგზავრობა და სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება.
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
კურო: საინტერესო დღეა. ეცადეთ, ინტუიციას ყურადღებით მოუსმინოთ, მისი მინიშნებები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. შესანიშნავად ურთიერთობთ გარშემომყოფებთან – როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგი დღეა საყიდლებისა და გარიგებების დადებისთვის. იქ, სადაც საქმე ფულს ეხება, შეცდომებს არ უშვებთ, თუნდაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწიოთ.
ტყუპი: ბევრი რამ კარგად გამოგდით. ვარსკვლავების მხარდაჭერის წყალობით შეგიძლიათ წარმატების მიღწევა იქ, სადაც მანამდე არაფერი გამოგივიდათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, რა თემაზეა შეხვედრა – სამუშაოზე თუ პირად საკითხებზე, ის მაინც შესანიშნავი შედეგებით დასრულდება. მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას მოეწონება.
კირჩხიბი: დღე უპრობლემოდ და სირთულეების გარეშე, დიდი ალბათობით, არ ჩაივლის, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ყველა დაბრკოლებას გადალახავთ. გამოცდილება დაგეხმარებათ მიზნისკენ უმოკლესი გზის მოძებნასა და შეცდომების თავიდან არიდებაში. სასარგებლო იქნება იდეებისა და გეგმების განხილვა გარშემომყოფებისთვის. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ, ის არ დაგაღალატებთ.
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
ლომი: ყველაფერი გამოგივათ, თუ სიმტკიცეს შეინარჩუნებთ. არაა მარტივი დღე, მაგრამ ბევრ საქმეში მაინც შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. ეცადეთ, იყოთ თანამიმდევრული, მოერიდოთ არეულობას და სხვადასხვა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, მოულოდნელობები, რომლებიც საინტერესო იდეებს გააჩენს. კარგი დღეა იმისთვის, რომ ძველ იდეებს დაუბრუნდეთ. ახლა ზუსტად გათვლით მათი რეალიზაციის გზებს.
ქალწული: წვრილმანებზე ნუ ბრაზობთ. დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, ხოლო გარშემომყოფებმა შეიძლება არასწორად გაგიგონ. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, რაც დაწყებული საქმეების დროულად დამთავრებას დააბრკოლებს. ეცადეთ, ამ ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ. ასე შეძლებთ თავის გაკონტროლებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ დასვენებას.
სასწორი: დღის დასაწყისში სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. არცთუ საუკეთესო დროა რთული საკითხების განსახილველად, რადგან წვრილმანებზეც ბრაზობთ, თანამოსაუბრის არგუმენტებს სწორად ვერ აფასებთ. სულ სხვაგვარად წარიმართება საუბრები დღის მეორე ნახევარში და ბევრთან შეგიძლიათ შეთანხმების მიღწევა. იღბლიანი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. შეიძლება მიიღოთ თანხა სრულიად მოულოდნელი წყაროებიდან.
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი
მორიელი: გელოდებათ სასიამოვნო მოვლენები, საინტერესო ამოცანები. ნამდვილად არ მოიწყენთ. შესაძლებელია, რომ გაიგოთ კარგი სიახლე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ. ზოგიერთ თქვენგანს უჩვეულო საქმიანი წინადადება ელოდება, მაგრამ პასუხის გაცემა არ იჩქაროთ – ჯერ კარგად დაფიქრდით. კარგი დღეა სწავლისთვის და ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს უკავშირდება.
მშვილდოსანი: თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ დღეისთვის დაგეგმილი, დილიდანვე შეუდექით. ასე სწრაფად მიიღებთ სასურველ შედეგს და ბევრ სირთულესაც აიცილებთ თავიდან. შესაძლებელია მცირე ოდენობის თანხის მიღება, რაც დაუგეგმავად რამის ყიდვაში დაგეხმარებათ. ოჯახში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახური დღესასწაულის მიზეზი გაჩნდეს. ასევე არ არის გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში და არ გაშინებთ სირთულეები. გზაზე არ წააწყდებით ისეთ ბარიერს, რომელიც გაიძულებთ, საკუთარ ძალებში ეჭვი შეგეპაროთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ასევე მუშაობისა და სწავლისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ჩვეულებრივ საგნებზე არასტანდარტული შეხედულებებისთვის. მოგწონთ რამე ახლის გამოგონება. ბევრი თამამი იდეა წარმატებული აღმოჩნდება.
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი
მერწყული: მშფოთვარე დღე გელოდებათ, მაგრამ არც ისე რთული, როგორც ეს დილით შეიძლება მოგეჩვენოთ. ეცადეთ, არ იჩქაროთ. დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ემოციების გავლენით მოქმედებებს უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, განწყობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში ბევრ თქვენგანს გაახარებს სასიამოვნო შეხვედრები და კარგი სიახლეები. კარგი დროა მნიშვნელოვანი ოჯახური გეგმების განსახილველად.
თევზები: ხელსაყრელი დღეა. სანერვიულო არაფერი გაქვთ. ვარსკვლავების მხარდაჭერის წყალობით ბევრ საქმეში მიაღწევთ წარმატებას. დღეს გირჩევნიათ მიზნისკენ მიმავალი საკუთარი გზა გამონახოთ, ვიდრე გატკეპნილი გზით იაროთ. გარშემომყოფებს მოსწონთ თქვენი დამოკიდებულება საქმეებისადმი. ბევრს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი. არაა გამორიცხული რომანტიკულიისტორიის დაწყებაც, რომელიც მრავალ კაშკაშა ემოციას მოგიტანთ.