9 გასროლა და 20 წლის დაჭრილი ახალგაზრდა: რა მოხდა ვერაზე

თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.
შემთხვევა ვერაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 20 წლის ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა გასროლა განახორციელა. ახალგაზრდას მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული და იგი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
თუ რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.