COVID-19 - ბოლო ცნობები

ცნობილი გახდა ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი 160 გამარჯვებულის ვინაობა

ლატარიის კომპანიას წვდომა ექნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული ყველა პირია იდენტიფიცირებული.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგე“ პირველი გათამაშების გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვა.
პორტალ stopcov.lotto.ge-ზე გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა – გამოვლინდა 160 გამარჯვებული, რომელთა შორის 100 და 500-ლარიანი მოგება გადანაწილდა. მოგების გადამოწმება მოქალაქეებს აღნიშნულ პორტალზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
დღევანდელი გათამაშების გამარჯვებულთა შორის არიან თბილისში, მცხეთაში, თერჯოლაში, რუსთავში, ყვარელში, ფოთში, თელავში, აბაშაში, ახალციხეში, დუშეთსა და ყვარელში მცხოვრები ვაქცინირებული მოქალაქეები.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებული 14 სექტემბერს გამოვლინდება
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 13 სექტემბრამდე სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
ლატარიის გათამაშებები ვებ-გვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღიურად გაიმართება 12:00 საათზე, ყოველკვირეული – ორშაბათობით, 12:00 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება. ყოველდღიურ გათამაშებაში 160 მოგებული გამოვლინდება; ყოველკვირეულ გათამაშებაში – 17 მოგებული, შემაჯამებელ გათამაშებაში კი ერთი გამარჯვებული, რომელიც 100.000 ლარს მოიგებს.
ვაქცინირებული პირების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.
ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს. გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო გათამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი 100.000 ლარი იქნება.
გათამაშების ბილეთებს მოქალაქეები ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინირებულთათვის StopCovid ლატარია იწყება: დეტალური ინფორმაცია
ვაქცინაციის დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, ვიდრე ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. თუმცა, თუ ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, იგი მონაწილეობას აღარ მიიღებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებებში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში. თუ მოქალაქემ მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, იგი მხოლოდ შემაჯამებელ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
,,აიცერი და მოიგეს’’ ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NCDC-ს ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.stopcov.lotto.ge-ზე.
14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.534.111 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 294.333 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 32,0%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 619.889 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 21,7%. 13 სექტემბერს აიცრა 26.125 ადამიანი.