დღეს 2021 წლის 14 სექტემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა, რომელიც ახალ საქმეებსა და ამოცანებს, ასევე განცდებსა და მღელვარებას მოიტანს. სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდებას მასაც კი, ვისაც, როგორც წესი, თავის გაკონტროლება არ უჭირს. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. დაძაბული მომენტები უფრო დღის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარი მეტად მშვიდი იქნება.
ვერძი: გარშემომყოფებთან ნებისმიერი კონტაქტი დღეს თქვენგან ჩვეულებრივზე მეტ მოთმინებას მოითხოვს. ხშირად გიწევთ საქმის დაჭერა თქვენთვის ანტიპათიურ ადამიანებთან, მათ მიმართ ნამდვილი გრძნობების დამალვა, მაგრამ შეძლებთ ყველასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას და კონფლიქტების თავიდან არიდებას. კარგი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. დილით ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
კურო: შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრების, სამუშაოსთან ან ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება. პასუხის გაცემა არ იჩქაროთ – ჯერ ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ, გაეცანით პირობებს. ენთუზიაზმით ეკიდებით ახალი ამოცანების გადაჭრას და ეს ბევრს მოსწონს. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობები, რაც უამრავ დადებით ემოციას გაჩუქებთ.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ საქმეს, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ. ამჯერად მიაღწევთ საჭირო შედეგს, თანაც ბევრად იოლად. მოუსმინეთ ინტუიციას – მისი კარნახით მიზნამდე მისასვლელ უმოკლეს გზას მიაგნებთ და შეცდომებს არ დაუშვებთ. ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ, მაგრამ დრო დასვენებისთვისაც დაგრჩებათ. დაუთმეთ დრო ახლობლებს, საყვარელ ადამიანს.
კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ სასარგებლო საქმეები გააკეთოთ, ახალი იქნება ეს თუ უკვე კარგად ნაცნობი. ნებისმიერ შემთხვევაში მალე მოაგვარებთ ყველაფერს და თან წარმატებით. შესაძლებელია უჩვეულო წინადადების მიღება სამუშაოს ან სწავლასთან დაკავშირებით. თუ ცხოვრების შეცვლაზე ოცნებობთ, მაშინ არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. ადვილად შეძლებთ შეთანხმებას ახლობელ ადამიანებთან ნებისმიერ ერთობლივ საქმიანობაზე.
ლომი: მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. მაგრამ, საბედნიეროდ, თავად შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა, რთული საქმის ადგილიდან დაძვრა, სხვების იძულება, რომ სწრაფად იმოქმედონ. ვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. ადვილად შეძლებთ ახალ ნაცნობებზე კარგი შთაბეჭდილებების მოხდენას, მათ შორის იმის სიმპათიის მოპოვებას, ვინც დიდი ხანია, მოგწონთ. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც მალე თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახდება.
ქალწული: გაგიჭირდებათ თავის მშვიდად და მეგობრულად დაჭერა, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება, პროვოკაციებთან გამკლავება. არასტაბილურია ემოციური ფონი და თავის გაკონტროლებას ყოველთვის ვერ ახერხებთ. ეს გარშემომყოფებს გააკვირვებს, რომლებიც მიჩვეული არიან, რომ ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებთ. რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. ადამიანებზე პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი იყოს. ყველაფერში გასარკვევად დრო გჭირდებათ.
სასწორი: შესანიშნავი დღეა მოკავშირეების მოსაძებნად. გაქვთ შანსი, რომ მიიღოთ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა, დაუმეგობრდეთ მათ, ვისზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრია მზად დაგეხმაროთ საქმით ან რჩევით. ინტუიცია კი ზუსტად მიგანიშნებთ, ვის უნდა მიმართოთ ამისთვის. ადვილად უმკლავდებით რთულ სამუშაო საკითხებს. ახლობლებთან უთანხმოებების საბაბი მოსალოდნელი არ არის. თუმცა არცთუ საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ თქვენი ახალი იდეები სხვებს გაუზიაროთ.
მორიელი: შეიძლება პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ და ოპტიმიზმს ვერ დაგაკარგვინებთ. ხანდახან გიხარიათ კიდეც რთული ამოცანის გადაჭრა და გარშემომყოფებისთვის ჩვენება, თუ რა შეგიძლიათ. წარმატებული იქნება თამამი ექსპერიმენტები, არასტანდარტული გადაწყვეტილებები – ეს მიზნის სწარაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. მაგრამ ზედმეტადაც ნუ შეაფასებთ საკუთარ ძალებს – დღის მეორე ნახევარში დასვენება არ გაწყენთ.
მშვილდოსანი: საკმაოდ დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. გადაჭრით რამდენიმე რთულ საკითხს, მიაღწევთ წარმატებას საქმეში, რომელსაც დიდი დრო მოანდომეთ. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. შესაძლებელია თანხის მიღება, რომელიც ძალიან წაგადგებათ – შესაძლებელი იქნება იღბლიანი გარიგების დადება ან იმის ყიდვა, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. კარგი იქნება, თუ საჩუქრებს ახლობლებისთვისაც შეარჩევთ. საღამოს მიიღებს სასიამოვნო ცნობებს ადამიანებისგან, რომლებზეც ნერვიულობდით.
თხის რქა: დიდი ალბათობით, დღის პირველ ნახევარში თავს ვერ დააღწევთ მცირე უსიამოვნებებს, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. დარწმუნებული ხართ, რომ ყველა პრობლემას გაართმევთ თავს, იპოვით პასუხებს კითხვებზე. ეს მართლაც ასეა. რაღაც მოულოდნელობები შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს არ გასცდება და მოასწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გაქვთ. კარგი დღეა მეგობრული თუ რომანტიკული შეხვედრებისთვის.
მერწყული: მნიშვნელოვანი საუბრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. არა აქვს მნიშვნელობა თემას, ყველა შემთხვევაში ადვილად იპოვით საჭირო სიტყვებს, შეარჩევთ არგუმენტებს, რომლებიც თანამოსაუბრეს დაარწმუნებს თქვენს სიმართლეში. ასევე კარგი დროა ოფიციალური დოკუმენტების შესადგენად. დღის მეორე ნახევარი დამოუკიდებლად მოქმედებების დროა. არ გჭირდებათ არავის არც რჩევა, არც დახმარება. გაქვთ საკუთარი ძალების რწმენა. მიაღწევთ წარმატებას საქმეში, რომელიც აქამდე უიმედოდ გეჩვენებოდათ.
თევზები: სასიამოვნო დღეა. გაგახარებთ დღევანდელი მოვლენები, დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას. ვინც ამ ბოლო დროს გრძნობდა, რომ ჩიხში შევიდა, მიხვდება, საით უნდა განაგრძოს სვლა, ვინც დაიღალა მინიშნებებითა და დაუმთავრებელი ფრაზებით, დღეს ერთმნიშვნელოვან პასუხებს მიიღებს მნიშვნელოვან კითხვებზე. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივი მეგობრობის ან ამაღელვებელი რომანტიკული ურთიერთობების საწყისი გახდეს. პირად ურთიერთობებში ენდეთ ინტუიციას.