3,5 მილიონი ლარის ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ბრალი ორ პირს წარედგინა

Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი: დაკავებულია შვიდი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის მიზნით მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს 3.428.000 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 522.915 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.