მეგან მარკლი პრინც ჩარლზს აკრიტიკებს

პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა გააკრიტიკა დედოფალ ელისაბედ II-ის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის განზრახვა მონარქიის რეფორმირებაზე, როდესაც ის თავად გახდება მეფე.
Sputnik
პრინცი ჩარლზის წინადადება, რომ სამეფო ოჯახის ბევრ წევრს ჩამოერთმევა ტიტულები და პრივილეგიები, გააკრიტიკეს. ეს ასევე ეხება ფინანსურ უსაფრთხოებას. ალბათ რეფორმები გავლენას მოახდენს პრინც ჰარისა და მის მეუღლე მეგან მარკლზეც. ფაქტია, რომ მათი პირმშო, არჩი, ვერ გახდება პრინცი.
ცნობილი ხდება, რა თქვა პრინცმა უილიამმა მეგან მარკლზე, რამაც პრინცი ჰარი გააღიზიანა
The News International-ის თანახმად, რომელიც სამეფო ექსპერტის ანგელა ლევინის სიტყვებს აქვეყნებს, სასექსის ჰერცოგინია შიშობს, რომ მისი პირმშო სამეფო ტიტულის გარეშე დარჩება. თავად პრინცი ჩარლზი თავის წინადადებებს განმარტავს, როგორც გადასახადის გადამხდელთა ხარჯების შემცირების მცდელობას მონარქიის შენარჩუნებისთვის.
მედია: პრინცი ჩარლზი არ მისცემს პრინცის ტიტულს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟს
სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დედოფალთან შეხვედრას ითხოვდნენ. სამეფო კარის თანაშემწეები გაოგნებული დარჩნენ ამ მოთხოვნით წყვილის საკამათო ინტერვიუს შემდეგ ოპრა უინფრის შოუში. როგორც გაირკვა, პრინც ჰარის და მეგანს სურთ დედოფალს გააცნონ თავიანთი ქალიშვილი ლილიბეტი. იგი დაიბადა 4 ივნისს, მაგრამ ჯერ არ შეხვედრია თავის დიდ ბებიას.