კალაძე: მზად ვარ მერობის 16-ვე კანდიდატთან დებატებში მივიღო მონაწილეობა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 21 სექტემბერს დებატებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დედაქალაქის მერობის ყველა დარეგისტრირებულ კანდიდატს.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მოქმედმა მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თანხმობა, რომ მზადაა „პირველ არხზე“ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში ყველა თავის კონკურენტთან.

„მეც გამოვთქვი თანხმობა დებატებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შესაბამისი პლატფორმა მოამზადონ, სადაც 16-ვე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა, რომ დებატებში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 21 სექტემბერს დებატებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დედაქალაქის მერობის ყველა დარეგისტრირებულ კანდიდატს, რათა, ერთი მხრივ, შესრულდეს კანონის მოთხოვნა თანაბრობის პრინციპის დაცვით დებატების გამართვასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დაკმაყოფილდეს საზოგადოების ინტერესი ცალკეულ არაკვალიფიციურ სუბიექტთა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
გახარია დებატებში იწვევს თავის ძირითად კონკურენტებს – კალაძეს და მელიას
კალაძე დებატებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 2 სექტემბერს გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად, რომელიც კანდიდატად რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დაასახელა.
თვითმმართველობის, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატმა გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 50% უნდა მიიღო.
თბილისის მერის პოსტზე 16 კანდიდატია დარეგისტრირებული:
№1 თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა“
№5 ნიკა მელია –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
№8 გიორგი ლომია – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
№9 ანა ბიბილაშვილი – „ლელო საქართველოსთვის“
№10 მიხეილ ქუმსიშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
№13 გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“
№15 თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“
№20 გიორგი ლაღიძე – „მომავალი საქართველო“
№23 არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი ერთიანი საქართველო“
№25 გიორგი გახარია – „საქართველოსთვის“
№29 ქეთევან ნაკაშიძე – „სოციალური სამართლიანობისთვის“
№ ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“
№37 ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო“
№41 კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
№48 ანა დოლიძე – „ხალხისთვის“
№50 გიორგი გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“.