თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. „ფანჯარა საქართველოში“ – ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც Creative Diaspora-ს სივრცეში ჩატარდა და მოსკოვში მცხოვრებნი და მისი სტუმრები მთლიანად ქართულ ეროვნულ კოლორიტში ჩაითრია.
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kov
ღონისძიების პროგრამაში იყო ხალხური ცეკვები, მუსიკა, ტრადიციული ქართული სამზარეულო, კინო, მოდა და მრავალი სხვა. „ქართულ გარდასახვას“ 3 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ქართული ყველი, ღვინო და ტკბილეული. ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kov
„ისინი, ვინც საქართველოში არ იყო ნამყოფი, ამბობდნენ, რომ შეიყვარეს ეს ქვეყანა და მომავალში აუცილებლად ეწვევიან მას. მათ, ვისთვისაც ქართული სურნელი მშობლიური იყო, იგრძნეს, რომ ქართულ ეზოში, სახლში აღმოჩნდნენ. სარეცხის თოკები, ანტიკვარული ნივთები, ხილ-ბოსტნეულის ბაზარი, ხაჭაპურის საამო არომატი და მუსიკა – ყველაფერი ამ ატმოსფეროს ქმნიდა“, – განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში. ფილიპ კირკოროვი
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kov
საღამოს სტუმრებში გამოირჩეოდა რუსული ესტრადის მომღერალი ფილიპ კირკოროვი, რომელიც ღონისძიებას თავისი კონცერტის დაწყებამდე ესტუმრა.
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში. ფილიპ კირკოროვი სტუმრებთან ერთად
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kov
სივრცეში გაიმართა მოდის პოპ-აპი, სადაც საუკეთესო ქართველი დიზაინერები და ბრენდები შეიკრიბნენ, როგორებიც არიან ქეთი ჩხიკვაძე, MUZARADI, Berhasm, Prénom და სხვანი. ალექსანდრე არუთინოვმა ფესტივალისთვის შექმნა უჩვეულო ინსტალაცია ექსკლუზიური კაბით.
რაც შეეხება ქართულ ფერწერას, მისი გაცნობა შეიძლებოდა ისეთი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერებით, როგორებიც არიან ელენე მეტრეველი, გიორგი გიგინეიშვილი, ანტონ თოთიბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, სოფა პაპიაშვილი და მარიამ ცქიტიშვილი.
ღონისძიება „ფანჯარა საქართველოში“ Creative Diaspora-ს სივრცეში
© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kov
პროგრამის შემეცნებითი ნაწილი იყო საინტერესო ლექციები ქართულ კულტურაზე, თანამედროვე ქართულ მოდასა და დიზაინერებზე, ასევე ღვინოზე ქართული ალკოჰოლური სასმელის ბრენდის „სარაჯიშვილის“ სომელიესგან.
ზეიმის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს DJ გიორგი გაბელიამ და ეროვნულმა ანსამბლმა „მეტეხმა“. საღამო დასრულდა ტელეპროექტ „ხმის“ (Голос) მონაწილის ელენე ნინიძის გამოსვლითა და საქველმოქმედო აუქციონით. მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრების გაყიდვით მიღებული თანხა გადასცეს ფონდს Большая перемена.