COVID-19 - ბოლო ცნობები

„წითელმა ჯვარმა“ საქართველოს Sinopharm-ის 100 ათასი დოზა გადმოსცა

ვაქცინის პარტიით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაქცინის პარტიით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა.
საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინა ჩინეთის წითელი ჯვრისგან საჩუქრად მიიღო.
„საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და Sinopharm-ის ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ“, – ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ განაცხადა.
„წითელი ჯვარი“ Sinopharm-ის ვაქცინის 100.000 დოზას საქართველოს უკვე მეორეჯერ გადმოსცემს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თუ ვაქცინაციაში ჩაერთვებით – რა სიურპრიზს უმზადებს ჯანდაცვის უწყება პენსიონერებს
საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.
7 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.
საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.