დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტია.
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 13 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.