მსოფლიო დღეს

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა

პარასკევს, 10 სექტემბერს გაზსადენის მშენებლობა მთლიანად დასრულდა
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. აშშ კვლავაც მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ცუდი გარიგებაა და დაუპირისპირდება გაზსადენის, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტის, გამოყენებას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯალინა პორტერმა.
„ამას ადრეც ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ. ჩვენ ამას მივიჩნევთ ცუდ გარიგებად და კვლავაც დავუპირისპირდებით ამ გაზსადენის, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტის გამოყენებას“, - განაცხადა პორტერმა სატელეფონო ბრიფინგის დროს.
„გაზპრომი“: მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დამთავრდა
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. პროექტის ევროპელი პარტნიორებია Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall.
„გაზპრომმა“ თავის ოფიციალურ Telegram-არხზე განაცხადა, რომ გაზსადენის მშენებლობა პარასკევს დილით სრულად დამთავრდა. სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ამას წინათ განაცხადა, რომ კომპანია გაზს მილსადენში 2021/2022 ზამთრის სეზონზე გაუშვებს. 2021 წელს მიწოდების მოცულობამ შესაძლოა 5,6 მილიარდი კუბომეტრი შეადგინოს.