„გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“ - ზურაბიშვილი 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის მნიშვნელობაზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა და კვლავ აგრძელებს ამას, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ასე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური 11 სექტემბრის ტერაქტებს. მან ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის მნიშვნელობაზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
„20 წლის წინ 11 სექტემბრის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. 20 წლის წინ საერთაშორისო საზოგადოება მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში ერთად იდგა. საქართველომ თავის წილი შეიტანა და კვლავ აგრძელებს. ბოროტებაზე გლობალური პასუხი ჩვენს დროში იყო სოლიდარობა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა და კურსი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისკენ აიღეს.
მსოფლიო დღეს
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 20 წელი გავიდა: ბაიდენმა მოქალაქეებს მიმართა
ორი ლაინერი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი - ვაშინგტონში პენტაგონის დასავლეთ ფრთას, მეოთხე კი პიტსბურგთან ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.