როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოდარებას 13 სექტემბრიდან ვარაუდობენ.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 11–13 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, 13 სექტემბერიდან კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დათბება“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამინდი ბათუმში: 6-12 სექტემბრის ზუსტი პროგნოზი
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 10–11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს კი ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26–28 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოდარებას 13 სექტემბრიდან ვარაუდობენ.