ცნობილი მომღერალი პანდემიის პირობებშიც საკუთარ გარეგნობაზე აქტიურად ზრუნავს. ერთი პერიოდი მომღერალი დღეში რამდენიმე კილომეტრს დადიოდა და 18-საათიან დიეტას იცავდა, რის შედეგადაც საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამჟამად კი სპორტულ დარბაზში განაგრძობს ვარჯიშს და სულ უფრო და უფრო აოცებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. უახლეს ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, იდეალური სხეული არ აქვს, იმითაც ბედნიერია, რაც ღმერთმა არგუნა. ცოტა ხნის წინ თიკამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხებზე ცელულიტები ეტყობა და გოგონებს მოუწოდა, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიული ცხოვრება ისწავლონ და არ იდარდონ ზედმეტად უმნიშვნელო ფიზიკური პრობლემების გამო.
მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიდი ხანია პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, არ უნდა მის ხარჯზე ვიღაც ბიჭები პოპულარული გახადოს.
თიკა ადრეულ ასაკში ბექა ხოფერიაზე იყო დაქორწინებული. წყვილის ურთიერთობა სკანდალური განქორწინებით დასრულდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მეგობრობენ და ცოტა ხნის წინ ბექამ ყოფილ ცოლს და თინეიჯერ ქალიშვილ ნინას სახლიც კი აჩუქა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, რომელსაც საოცარი ხედი აქვს.