მსოფლიო დღეს

18-25 წლის ქალები კონტრაცეპტივებს უფასოდ მიიღებენ: საფრანგეთის მთავრობის ინიციატივა

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთში 2022 წლის 1 იანვრიდან 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე წვდომა უფასო გახდება, იუწყება Reuters-ი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებაზე დაყრდნობით.
მსოფლიო დღეს
ჰიგიენის საშუალებებს ქალები უფასოდ მიიღებენ: შოტლანდიამ ახალი კანონი დაამტკიცა
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ეს ყოველწლიურად 21 მილიონი ევრო (24.8 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება.

„ზოგ ახალგაზრდა ქალს არ აქვს კონტრაცეპტივების გამოყენების საშუალება და ეს ძირითადად ფინანსური მიზეზების გამო ხდება. აუტანელია, რომ ქალებს არ შეუძლიათ დაიცვან თავი, არ აქვთ კონტრაცეპტივებზე წვდომა, რადგან ეს ძალიან ძვირია“, — აღნიშნა ოლივიე ვერანმა.

აღინიშნება, რომ აქამდე კონტრაცეპტულ საშუალებებზე უფასო წვდომის ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იყო.
აღინიშნება, რომ მინისტრმა ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. საფრანგეთში არჩევნები 2022 წლის 10 აპრილსაა დანიშნული.