მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

18-25 წლის ქალები კონტრაცეპტივებს უფასოდ მიიღებენ: საფრანგეთის მთავრობის ინიციატივა

© AFP 2024 / GAIZKA IROZფრანგი გოგონები პლაჟზე
ფრანგი გოგონები პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საფრანგეთში 2022 წლის 1 იანვრიდან 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე წვდომა უფასო გახდება, იუწყება Reuters-ი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებაზე დაყრდნობით.
ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2020
მსოფლიო დღეს
ჰიგიენის საშუალებებს ქალები უფასოდ მიიღებენ: შოტლანდიამ ახალი კანონი დაამტკიცა
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ეს ყოველწლიურად 21 მილიონი ევრო (24.8 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება.

„ზოგ ახალგაზრდა ქალს არ აქვს კონტრაცეპტივების გამოყენების საშუალება და ეს ძირითადად ფინანსური მიზეზების გამო ხდება. აუტანელია, რომ ქალებს არ შეუძლიათ დაიცვან თავი, არ აქვთ კონტრაცეპტივებზე წვდომა, რადგან ეს ძალიან ძვირია“, — აღნიშნა ოლივიე ვერანმა.

აღინიშნება, რომ აქამდე კონტრაცეპტულ საშუალებებზე უფასო წვდომის ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იყო.
აღინიშნება, რომ მინისტრმა ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. საფრანგეთში არჩევნები 2022 წლის 10 აპრილსაა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0