წყარო არ ადასტურებს: ბაიდენისა და პუტინის სამიტი არ იგეგმება

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ახალი სამიტის სამზადისის შესახებ სიცრუეა, განუცხადა РИА Новости-ს დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ.

„თქვენ რა, უკრაინულ საინფორმაციო რესურსებს ენდობით? მე — არა, ეს ფეიკია“, — განუცხადა მან სააგენტოს.

მანამდე უკრაინულმა საინფორმაციო პორტალმა Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ უახლოეს თვეებში ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის ახალი სამიტის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გამართულიყო. პორტალი ასევე ეყრდნობოდა შეერთებული შტატების დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროს.
მზადდება ბაიდენისა და პუტინის ახალი სამიტი: დასახელდა სავარაუდო თარიღი
უფრო მეტიც, დასახელდა ის სავარაუდო თემებიც, რომლებიც აშშ-ის და რუსეთის ლიდერებს უნდა განეხილათ სამიტზე: სტრატეგიული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები, ასევე ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში არსებული სიტუაციები.