მსოფლიო დღეს

ავღანეთში საპროტესტო აქციები და ქალების სპორტი იკრძალება

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ რომელმაც 7 სექტემბერს ავღანეთის დროებითი მთავრობა გამოაცხადა, ქვეყანაში ქუჩის საპროტესტო აქციები აკრძალა, იუწყება Deutsche Welle.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გავრცელდა.
მსოფლიო დღეს
ავღანეთი შარიათის კანონებით იცხოვრებს – „თალიბანი“ განცხადებას ავრცელებს
„თალიბანის“ მთავრობა დამრღვევებსა და აქციების ორგანიზატორებს სასტიკ სასჯელს ჰპირდება.
როგორც ირკვევა, ამიერიდან აქციების ორგანიზატორებმა წინასწარ, არაუგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს აქციის მიზეზი, ადგილი და დრო უნდა შეატყობინონ. გარდა ამისა, უნდა აცნობონ, რა ლოზუნგები იქნება გამოყენებული დემონსტრაციაზე.
აქციების აკრძალვის მიზეზად დასახელდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები, რაც „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციებმა გამოიწვია წინა დღეებში. ქაბულსა და გერათში თალიბებმა დემონსტრანტები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ქალები, ჰაერში სროლით დაშალეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ამასთან დააკავეს და გაროზგეს ჟურნალისტები, რომლებიც აქციებს იღებდნენ.
მსოფლიო დღეს
ავღანეთში ქალთა თავშესაფრები იხურება
კიდევ ერთი აკრძალვა, რომლის თაობაზეც ტელეარხ CBS-ს „თალიბანის“ კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ აჰმუდალაჰ ვასიკმა აცნობა, ისაა, რომ ავღანელ ქალებს სპორტი აეკრძალებათ. ვასიკის განმარტებით, სპორტული თამაშების დროს არსებობს იმის საშიშროება, რომ ქალს სახის ან სხეულის ნაწილი გამოუჩნდეს, რაც „შეუფერებელია და მიუღებელი“.