პოპულარული მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი პოპულარული სელებრითია. შორენას ამ დროისათვის 476 ათასი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა აქედან თვითონ მხოლოდ ორის ხელმომწერია. ერთი მისი შვილის ევა ბარბაქაძის გვერდია და მეორე – მისი საავტორო გადაცემის „შორენას ეფექტის“ „ინსტაგრამის“ გვერდი.
რაც შეეხება ლაშა ბარათელს, რომელთანაც ქალს უკვე წელიწადზე მეტია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, ის შორენას ფავორიტებში არ აღმოჩნდა. უცნობია, შორენა მას სპეციალურად არ იწერს, თუ ბარათელი უბრალოდ სოციალურ ქსელებში საკუთარი თავის აფიშირებას ერიდება.
მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს შორენამ ესპანეთიდან მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, ე.წ. კანონიერი ქურდი მის ფოტოებში აღარ ჩანს. როგორც შორენამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერებთან საუბარში აღნიშნა, ბარათელს ფოტოების გადაღება არ უყვარს.
სანამ ქმარს დაშორდებოდა, შორენა ბეგაშვილი სულ სამ გვერდს იწერდა და ერთ-ერთი სწორედ ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე იყო, რომელთანაც მოდელს რვაწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
მას შემდეგ, რაც შორენამ იუსტიციის სახლიდან მოულოდნელად გამოაქვეყნა განქორწინების მოწმობა, „ინსტაგრამზე“ გამოწერაც გააუქმა ნანაძესთან. თუმცა საზოგადოებამ ისიც ვერ გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი.