მსოფლიო დღეს

შეიარაღებული ამერიკელები ავღანეთში შესვლას გეგმავდნენ

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შვიდი ამერიკელი სამოქალაქო პირი, რომლებიც ავღანეთში შესვლას ცდილობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 31 აგვისტოს დააკავეს, იუწყება Newsweek-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
საქართველოს ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული ამერიკელები დუბაის საერთაშორისო აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ და ისინი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

„აღნიშნულ მგზავრებს, როგორც ირკვევა, ავღანეთიდან ევაკუაციაში დახმარება სურდათ, მაგრამ შემდგომი გეგმები არ გააჩნდათ“, — ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებულები მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღინიშნება, რომ არც სახელმწიფო დეპარტამენტი და არც გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელიც ასევე იყო საქმის კურსში, მომხდართან დაკავშირებით დამატებით კომენტარებს არ აკეთებენ.
გამოცემის კითხვებს ასევე არ უპასუხა ვაშინგტონში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ.