თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ–ფესტივალი იმართება.
ფესტივალი ტრადიციული ხელობების ტექნიკის დოკუმენტალიზაციას, პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ფესტივალი სოციალური მედია-კამპანიის სახით ტარდება, რომელიც მოკლე მასტერკლასებს (ქვაზე კვეთა, კერამიკული მარნის დამზადება, ზარის ჩამოსხმა, თელვა, ჩითის და ფარდაგის ქსოვა, ინკრუსტაცია, ტიხრული მინანქარი და სხვ.), ონლაინ–შეხვედრებს და სემინარებს მოიცავს.
მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის ნაწილი გაზიარდება ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ის პლატფორმაზე www.createday.org.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია. ფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.