საქართველო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ–ფესტივალს მასპინძლობს

© Pixabay / JamesDeMersთიხის ჭურჭელი
თიხის ჭურჭელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
ტრადიციული რეწვის ნიმუშების პოპულარულ პროდუქტად ქცევის გარდა, ფესტივალის მთავარ ამოცანას ვიზიტორებისთვის ახალი საინტერესო სერვისების შექმნა წარმოადგენს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ–ფესტივალი იმართება.
ფესტივალი ტრადიციული ხელობების ტექნიკის დოკუმენტალიზაციას, პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
© FB / NIMIARTSმინანქარი
Грузинская перегородчатая эмаль минанкари - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
მინანქარი
ფესტივალი სოციალური მედია-კამპანიის სახით ტარდება, რომელიც მოკლე მასტერკლასებს (ქვაზე კვეთა, კერამიკული მარნის დამზადება, ზარის ჩამოსხმა, თელვა, ჩითის და ფარდაგის ქსოვა, ინკრუსტაცია, ტიხრული მინანქარი და სხვ.), ონლაინ–შეხვედრებს და სემინარებს მოიცავს.
მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის ნაწილი გაზიარდება ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ის პლატფორმაზე www.createday.org.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია. ფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0