მსოფლიო დღეს

ქიმიის ოლიმპიადებში გამარჯვებული სტუდენტი ნარკოტიკების დამზადებისთვის დააკავეს

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბელარუსის არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელიც ქიმიის ცოდნით სკოლიდანვე გამოირჩეოდა, საკუთარ ბინაში ნარკოლაბორატორია მოაწყო, იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 17 წლის სტუდენტის ბინაში 400 გრამზე მეტი აკრძალული ნივთიერება და სხვადასხვა ქიმიური მოწყობილობა აღმოაჩინეს.
აღინიშნება, რომ ყმაწვილი სკოლაშივე იყო დაინტერესებული ქიმიის შესწავლით და არაერთი თემატური ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა.

„მიღებულ ცოდნას ის სინთეტიკური ნარკოტიკების დასამზადებლად იყენებდა, რომელსაც შემდეგ ვირტუალური ნარკომარკეტის მეშვეობით ყიდდა“, — ნათქვამია რესპუბლიკის შსს-ს განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუ სტუდენტს ბრალი დაუმტკიცდება, მას 20 წლამდე ციხე ემუქრება.