„სასწაულია...“ – ცოტნე ივანიშვილმა ვან გოგის ცნობილი შედევრის ასლი შექმნა

ცოტნე ივანიშვილის მიერ შესრულებულ ვან გოგის ცნობილი შედევრის „ვარსკვლავებიანი ღამის“ ასლს ორიგინალისგან ვერ გაარჩევთ.
Sputnik
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ბავშვობიდან ხატავს. ამჯერად ცოტნემ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააოცა, როდესაც „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა საკუთარი ნამუშევრის ფოტოები, რომელსაც ვან გოგის ცნობილი შედევრისგან ვერ გაარჩევთ.

„სასწაულია“, „მომავალი ზურაბ წერეთელი“, „რა ლამაზია“, „ყოჩაღ“, „ნამდვილად ხელოვანად ჩამოყალიბდი“, „წარმოიდგენელია“, – წერენ ცოტნეს ხელმომწერები ფოტოს ქვეშ.

16 წლის ცოტნე გატაცებულია მხატვრობით, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს სოციალურ ქსელში და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ცნობილია ასევე ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით უყვარს მხატვრობა და მის პირად კოლექციაში ბევრი ძვირადღირებული შედევრი ინახება.
მამას ბოლო დაბადების დღეზე ცოტნემ სწორედ პორტრეტი აჩუქა, რამაც მილიარდერი, სავარაუდოდ, ძალიან გაახარა. პორტრეტი აჩუქა ასევე ბერასაც, რომელთანაც ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
ცოტნე ივანიშვილი, სავარაუდოდ, კვლავ სამხრეთ კორეაში იმყოფება ძმასთან, ბერა ივანიშვილთან და მის ოჯახთან ერთად. ის მოგვიანებით ჩავიდა ძმასთან მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა საქართველო აპრილში დატოვა და ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა.
ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკა ივანიშვილიც.
რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან წასვლის წინ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.