COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში მოქალაქის კოვიდ-სტატუსის გარკვევა QR-კოდით მოხდება

აპლიკაციაში ასახული იქნება ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო COVID Pass-ის აპლიკაციის შემუშავებაზე მუშაობს, რომელიც მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს, განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აპლიკაცია მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას სპეციალური QR-კოდით მოახდენს.
„ამ აპლიკაციაში სრულად დაცული იქნება პერსონალური ინფორმაცია და მისი გამოყენებით მომხმარებელი მოახდენს დადასტურებას, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას“, – განაცხადა ფერაძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენად აგრესიული იქნება კორონავირუსის მეხუთე ტალღა საქართველოში
ფერაძის განმარტებით, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის შესახებ, მასში ასევე ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში ე.წ. სწრაფი ტესტის შედეგიც. ამასთან, აპლიკაციაში ასახული იქნება ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ.
როგორც ფერაძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და ახალ აპლიკაციას გააცნობს.