თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 126 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღო პროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
პროექტი გაიტანეს კენჭისყრაზე პუნქტის გარეშე, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ითვალისწინებს.
შესწორებების პროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ამას მოქმედი ვერსია ითვალისწინებს. ამასთან პროპორციული არჩევნების პრინციპი უცვლელი დარჩა.
გარდა ამისა, ცვლილებებში გათვალისწინებულია შესწორებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუკი მოქმედი რედაქციით ფრაქციის დაკომპლექტებისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.
დისკუსიის საგნად გენერალური პროკურორის არჩევის წესები რჩება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 91 დეპუტატის ინიციატივას წარმოადგენს.