მსოფლიო დღეს

კანადის პრემიერს კენჭები ესროლეს: ვიდეო

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კენჭები დაუშინეს, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი CBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი წინასაარჩევნო მიტინგის შემდეგ მოხდა. როდესაც ტრიუდო ავტობუსში ასვლას აპირებდა, აქციის მონაწილეთაგან ვიღაცამ მას კენჭების გროვა ესროლა. პრემიერის თქმით, ის არ დაშავებულა.
ტელეარხის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯასტინ ტრიუდოს მიტინგს საპროტესტო აქციები ახლავს. მანამდე ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა სწორედ პროტესტის გამო გადაიდო.
როგორც Global News-ი წერს, ამჯერად შეკრებილები კორონავირუსზე ვაქცინაციას აპროტესტებდნენ.
კანადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 20 ნოემბერსაა დანიშნული.