ჩვენ საფრთხეში ვართ: პრინცმა ჰარიმ ისაუბრა, როგორ დავამარცხოთ COVID-19

მეამბოხე ჰერცოგის მგზნებარე გამოსვლამ სამეფო ოჯახის ყველა თაყვანისმცემელი გააოცა.
Sputnik
ელისაბედ მეორის უმცროსმა შვილიშვილმა, პრინცმა ჰარიმ ემოციურად ისაუბრა იმაზე, როგორ უნდა დაამარცხოს მსოფლიომ COVID-19. ჰერცოგი საზოგადოების წინაშე პირველად დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა. პრინც უილიამის უმცროსმა ძმამ გააკეთა ვიდეოჩართვა მონტეციტოში მდებარე სახლიდან. პრინცის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ლონდონში. თავადი საზეიმოდ იყო გამოწყობილი ღონისძიებისთვის.
ჰარიმ დამსწრე საზოგადოებას მიმართა ამაღელვებელი და მგზნებარე სიტყვით. პრინცმა მაყურებელს გაუზიარა გეგმა, თუ როგორ უნდა დაამარცხოს საზოგადოებამ კოროვირუსული პანდემია.
პრინცი ჰარი მეგან მარკლს კადრში „შეუვარდა“ – სახალისო ვიდეო
თავდაპირველად ჰერცოგმა საზოგადოებას მოუწოდა, ებრძოლონ მასმედიაში დეზინფორმაციას, შემდეგ კი ისაუბრა ვაქცინაციაზე. მისი მეუღლის მეგან მარკლის თქმით, სანამ ხალხი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, COVID-19 აგრძელებს მუტაციას და ვრცელდება მთელ პლანეტაზე.
ჰარი დარწმუნებულია, რომ ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა არის ვაქცინით ბრძოლა.

„სანამ ვაქცინაცია არ გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი, სანამ ყველამ არ იცის საიმედო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, ჩვენ ყველანი საფრთხეში ვართ”, – შეაჯამა დედოფლის შვილიშვილმა თავისი სიტყვა.