ინციდენტი რეისზე თბილისი-ვენა: თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაჯდა

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავს, რომელიც თბილის-ვენის რეისს ასრულებდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, შასი არ დაეხურა და საგანგებო დაშვების განსახორციელებლად ის ქალაქის თავზე თითქმის 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა.
როგორც Sputnik-საქართველოს აეროპორტში აცნობეს, ტექნიკური ხარვეზი აფრენისთანავე გამოვლინდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია
მფრინავებმა თვითმფრინავი დასვეს და მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს.
ხარვეზის ზუსტი მიზეზი დგინდება, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.