„ტვ პირველმა“ შესაძლო კიბერშეტევის შესახებ განაცხადა

ღამით გათიშულ სერვერზე ინახებოდა 5 სექტემბრისთვის მომზადებული ყველა სიუჟეტი და რეპორტაჟი, განაცხადა ნოდარ მელაძემ
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ქართულმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველმა“ ნაწილობრივ შეაჩერა მაუწყებლობა, განაცხადა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.
მისი თქმით, დღეს 04:31 საათზე მოულოდნელად გაითიშა ცენტრალური სერვერი.
საპატრიარქოს Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ გათიშვის მიზეზი კიბერშეტევა გახდა.
მელაძის განმარტებით, სერვერზე ინახებოდა 5 სექტემბრისთვის მომზადებული ყველა სიუჟეტი და რეპორტაჟი.
სერვერის გათიშვის მიზეზებს სპეციალისტები სწავლობენ.