განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება ხვალიდან, 6 სექტემბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსახლებასთან ერთად, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.
კერძოდ, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 6 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში იქნება შესაძლებელი.
პროგრამის მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.