თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.210 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 865 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 336, კახეთი – 225, აჭარა – 223, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 164, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 99, გურია – 54, სამცხე-ჯავახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.587 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 514.768-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 74 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.806-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 42.237 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.019 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.041, აჭარაში – 826, იმერეთში – 1.090.
1.579 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 413 პირი, მათგან თბილისში – 244, აჭარაში – 42, იმერეთში – 33. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.415 ადამიანი, მათ შორის 1.163 – თბილისში, 769 – აჭარაში.
32.803 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 3.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40.099 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18.452, აჭარაში – 4.836, იმერეთში – 3.943.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.210-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 564.837-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.