ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხუთი მაღაზია დაიწვა

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მეზობელ ობიექტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხანძარი იყო, იუწყება „პირველი არხი“.
მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის შედეგად ხუთი მაღაზია დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და სხვა ობიექტებს საშიშროება არ ემუქრება.
ყვარლის ტბის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე მაღაზიების მეპატრონეები.
მომხდართან დაკავშირებით ბაზრის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.