„გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა“ - თიკა ფაცაციამ იმიჯი შეიცვალა

თიკა ფაცაციას როგორც ჩანს, იმიჯის შეცვლა კარგ ხასიათზე აყენებს. ნახეთ რა შეიცვალა გარეგნობაში ამჯერად
Sputnik
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ ხელმომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა „ინსტაგრამზე“ ფოტოს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს. „გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა. არ იფიქროთ ბევრი და სცადეთ... მოგწონთ?“ - წერს ტელეწამყვანი.
როგორც ჩანს, თიკას გამომწერებსა და გულშემატკივრებს მისი ახალი ვარცხნილობა მოეწონათ და კომპლიმენტებიც არ დაიშურეს: „ულამაზესი თიკა, ყველაფერი რომ უხდება“, „ძალიან გიხდება“, „სასწაული გოგო ხარ“, - წერენ კომენტარებში.
თიკა ფაცაცია რეიტინგული ტელეწამყვანია. არ ნელდება მისი მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენას და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.
მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.