თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის შსს ქვეყანაში სამი თვით და მეტი დროით ჩასული მიგრანტებისა და უცხოელებისთვის პირადი მონაცემების, ფოტოს და დაქტილოსკოპიის ჩიპის შემცველი პლასტიკური ბარათის აღებას სავალდებულოს გახდის.
დოკუმენტი 2021 წლის 29 დეკემბერს ამოქმედდება.
იგეგმება, რომ ბარათი ორმხრივი იქნება. წინა მხარეს იქნება დატანილი 3x4 ზომის ფოტო, უცხოელის გვარი, სახელი და მამის სახელი, მისი სქესი და დაბადების თარიღი.
უკანა მხარეს დაიტანება ინფორმაცია ბარათის მფლობელის მოქალაქეობის შესახებ, მონაცემები მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ, ასევე მისი პერსონალური ინფორმაციის შემცველი ჩიპი.
გარდა ამისა, იქ იქნება მფლობელის ელექტრონული ფოტო და მისი ხელების ორი თითის პაპილარული კვანძების გამოსახულება.
აღნიშნული ბარათები ტექნიკური შესაძლებლობის არსებობისას გაიცემა. სხვა შემთხვევაში ბარათები უჩიპოდ გაიცემა.