როგორც „Sputnik ავღანეთის“ ტელეგრამ-არხზეა ნათქვამი, თალიბანმა უკვე არაერთხელ გამოაცხადა, რომ პანჯშირის რაიონები დაიკავა, თუმცა შოტოლის რეგიონის აღების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო პარიანის ტერიტორია ნამდვილად არ არის დაკავებული „თალიბანის“ მიერ.
გარდა ამისა, წინააღმდეგობის ფრონტის ხელშია ანჯუმანის უღელტეხილიც. ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის ტაჯიკეთში გაიქცა, ასევე რჩება პანჯშირში.
ამასთან ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ თალიბები ჰამიდ ქარზაისა და აბდულა აბდულას შუამავლობით შეთანხმდნენ წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერ აჰმად მასუდთან ცეცხლის შეწყვეტაზე.