თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ახალ, 143-ე სეზონს 20 სექტემბერს სპექტაკლ „ჯილდოს“ პრემიერით გახსნის.
სპექტაკლი რეჟისორმა რობერტ სტურუამ ცნობილი ქართველი დრამატურგის ალექსანდრე მეიფარიანის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ლელა ალიბეგაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ზურა ინგოროყვა, ბაჩი ლეჟავა, ტრისტან სარალიძე, ნიკა კაცარიძე და ნატალია ყულოშვილი.
სპექტაკლის ჩვენება 20–21 სექტემბერს გაიმართება, წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ისე ონლაინ.