ნანი ბრეგვაძემ ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გადადო

ბათუმში დაგეგმილი კონცერტი საიბილეო იყო – წელს მომღერალს 85 წელს შეუსრულდა.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ცნობილმა მომღერალმა, საქართველოს სახალხო არტისტმა ნანი ბრეგვაძემ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო ბათუმში დაგეგმილი სოლო–კონცერტი გადადო.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 25 სექტემბერს იყო დაგეგმილი მომღერლის კონცერტი, რომელიც საიუბილეოა – წელს ნანი ბრეგვაძეს 85 წელი შეუსრულდა. თუმცა, გართულებულმა ეპიდვითარებამ საკუთარი კორექტივები შეიტანა.
„ბოლო დღეებში საქართველოში შექმნილ მძიმე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ და საორგანიზაციო–შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს – არ გაიმართოს ბათუმში საიუბილეო კონცერტი“, – ნათქვამია კონცერტის ორგანიზატორის, საქართველოს კულტურის პალატის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც კი ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება, გამოცხადდება კონცერტის ახალი თარიღი. ეს იქნება საიუბილეო კონცერტი, თუმცა არა ბათუმში, არამედ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. საღამო, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიმართება.
„ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა“: ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავენ
„ქალბატონი ნანი ბრეგვაძისთვის და საორგანიზაციო–შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრისთვის ყველაზე მთავარი ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობაა, სხვა დანარჩენი მოიცდის“, – ნათქვამია განცხადებაში.