მსოფლიო დღეს

„სერიოზული მარცხი“ – თალიბებმა პანჯშირზე ახალი შეტევა მიიტანეს

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში პანჯშირის პროვინციაზე, სადაც ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტია გამაგრებული, განუცხადა RBC-ს ფრონტის წარმომადგენელმა ფაჰიმ დაშტიმ.
მისი თქმით, შეტევისას, რომელიც 1 სექტემბრის ღამით განხორციელდა, თალიბებმა ათობით მებრძოლი დაკარგეს.

„მათ სერიოზული მარცხი განიცადეს — 115 თალიბი მოკლულია, 200-მდე კი დაჭრილი. აყვანილია 35 ტყვე“, — განაცხადა მან.

დაშტის თქმით, წინააღმდეგობის ფრონტმა გაანადგურა „თალიბანის“ შეიარაღებაც, მათ შორის მძიმე ტექნიკა, და ისინი იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.
მანამდე, როგორც დაშტიმ „ინდია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თალიბებმა სამჯერ მიიტანეს ფართომასშტაბიანი შეტევა პანჯშირზე და სამჯერვე უშედეგოდ.
თალიბებმა 22 გვისტოს ულტიმატუმი წაუყენეს წინააღმდეგობის ფრონტს, რომელსაც აჰმად მასუდი და ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ხელმძღვანელობენ (ამ უკანასკნელმა პრეზიდენტ აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა და ფრონტს შეუერთდა), და დანებება მოსთხოვეს მათ. მაგრამ წინააღმდეგობის მოძრაობამ დანებებაზე უარი განაცხადა.
მსოფლიო დღეს
პანჯშირი „თალიბანის“ შეტევებს იგერიებს: მოკლულია ათობით ტერორისტი
კვირას თალიბებმა პანჯშირს ინტერნეტის მიწოდება შეუწყვიტეს, რათა ამრულა სალეჰს Twitter-ზე ინფორმაციის გამოქვეყნებაში ხელი შეუშალონ.