გახარიას პარტიამ მერობის 37 კანდიდატი დაასახელა

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისისი მერობისთვის პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია იბრძოლებს.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ სამი თვის წინ შექმნილმა პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის მერს აირჩევს, მათ შორის, თბილისში. გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.
„საქმე გექნებათ ჩემთან“: გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
გახარიას პარტიამ მერობის 37 კანდიდატი წარადგინა, რომელთა ძირითადი ნაწილი ყოფილი ჩინოვნიკია.
ექსპერტების პროგნოზით, არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, საარჩევნოდ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელსაც სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას და გახარიას პარტიას შორის გაიმართება.
პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატები:
თბილისი – გიორგი გახარია
რუსთავი – ბექა ლილუაშვილი
ბათუმი – ირაკლი მიქელაძე
ოზურგეთი – გია ცეცხლაძე
ლანჩხუთი – ელგუჯა კალანდარიშვილი
ჩოხატაური – პაატა ბერიშვილი
ქუთაისი – გიორგი გოგუაძე
ხარაგაული – ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი
ზესტაფონი – ლაშა ცხადაძე
ბაღდათი – ლადო ვარძიელი
ჭიათურა – უსუფ (უტა) ბიწაძე
ტყიბული – სანდრო სახვაძე
წყალტუბო – რუსუდან სილაგაძე
თელავი – გიგა ორკოდაშვილი
ყვარელი – გიორგი გიგოლაშვილი
მცხეთა – ანა ბუჩუკური
თიანეთი – თამაზ იარაჯული
დუშეთი – თენგიზ ჯამუთაშვილი
ყაზბეგი – გიორგი გომიაშვილი
ამბროლაური – ფარნაოზ ბაკურაძე
ონი – იმედა მეშვილდიშვილი
ცაგერი – ბესარიონ ბენდელიანი
ლენტეხი – ჯამლეტ გვიდიანი
ზუგდიდი – გეგა შენგელია
აბაშა – ავთანდილ ბოკუჩავა
სენაკი – გიორგი სიჭინავა
მარტვილი – ლაშა ლეკიშვილი
ხობი – ბადრი ჯობავა
წალენჯიხა – ხვიჩა მებონია
ჩხოროწყუ – შენგელი ჯიქია
ფოთი – გიორგი აფრასიძე
მესტია – მალხაზ უდესიანი
ახალციხე – გიორგი არველაძე
გორი – კონსტანტინე ანანიაშვილი
ქარელი – ვახტანგ გოგიჩაშვილი
კასპი – გიორგი ბესტავაშვილი
ხაშური – ზვიად ტეფნაძე