მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შემოსავალი ბოლო პერიოდში რამდენიმე მილიონით გაიზარდა, სასექსის ჰერცოგების ყოფილ ფონდს Sussex Royal-ს 78,5 ათასი ფუნტი ვალი უპოვეს, წერს Daily Mail.
ფონდს არაკომერციული ორგანიზაციის ვალი აქვს, რომლის სახელი არ არის მითითებული დოკუმენტებში. ფონდი ვალდებული იყო წლის განმავლობაში დაებრუნებინა 213 ათასი ფუნტი, მაგრამ აქედან მხოლოდ 134,5 ათასი ფუნტია დაბრუნებული და, წყაროების თანახმად, ნაშთი უახლოეს მომავალში უნდა გასწორდეს.
უნდა ითქვას, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, რომლებსაც ამხელა ვალი აქვთ, წლის განმავლობაში გააფორმეს მრავალი კონტრაქტი საინფორმაციო საშუალებებთან და მედიაკომპანიებთან და გარიგებებიდან 118 მილიონი ფუნტი მიიღეს.
ადრე ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი განაგრძობდნენ ფულის მიღებას სამეფო ოჯახისგანაც – 2020 წლის დასაწყისში ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტამდე.