თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები მოლაპარაკებებს მართავენ რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა Sputnik V-ს წარმოების შესახებ მესამე ქვეყნებში შესაძლო გატანის მიზნით, განუცხადა РИА Новости-ს ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა რუსეთში (AmCham) ალექსის როძიანკომ.
„ჩვენ გუშინ რუსეთის პირდაპირის ინვესტიციების ფონდის წარმომადგენელს შევხვდით. მათი დიდი პროექტი Sputnik V სულ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო აღიარებას იძენს. მათ იმედი აქვთ, რომ ვაქცინის წარმოებას ისეთ ქვეყანაში დაიწყებენ, რომელიც არ აღიარებს Sputnik V-ს, მაგრამ ექსპორტზე გააქვს მესამე ქვეყნებში“, — განაცხადა როძიანკომ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას.
მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რიგ კომპანიებთან.
Sputnik V არის ადამიანის კარგად შესწავლილ ადენოვირუსული ვექტორის პლატფორმაზე დამზადებული ვაქცინა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრშია შემუშავებული. ვაქცინაციის სქემა გულისხმობს პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას სამკვირიანი ინტერვალით. ადამიანი კორონავირუსისგან დაცულად მეორე კომპონენტის შეყვანიდან 21 დღის შემდეგ მიიჩნევა.
დღეისათვის Sputnik V რეგისტრირებულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში, რომელთა საერთო მოსახლეობა 4 მილიარდი ადამიანია, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ზე მეტია.
აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმი 2-4 სექტემბერს ტარდება ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში. РИА Новости მისი გენერალური საინფორმაციო პარტნიორია.